Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

პატივი მაქვს ვიმსახურო საქართველოს ახალ ელჩად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, გულთბილი და მეგობრული ხალხის, მომხიბლავი ბუნებისა და კლიმატის მქონე ქვეყანაში. მიუხედავად ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული უზარმაზარი გეოგრაფიული მანძილისა, მეგობრული კავშირები, რომლებიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბდა, სულ უფრო ღრმავდება. ჩვენი ურთიერთობები ემყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უზენაესობის დაცვას, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც საქართველოს საელჩოს ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს ორმხრივი მეგობრობის გაღრმავებისა და გამდიდრების მიმართულებით.

 

ამ მიზნების მისაღწევად, 2011 წელს პრეტორიაში საქართველოს საელჩოს დაარსების შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენს მთავრობებს, პარლამენტებს, პოლიტიკოსებსა და მეცნიერებს, ბიზნესმენებსა და ხელოვანებს შორის კონტაქტების გაღრმავებამ, ხელი შეუწყო ჩვენი თანამშრომლობის წარმატებით განვითარებას. საქართველო გახდა მიმზიდველი ადგილი იმ სამხრეთ აფრიკელი ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა და მოიძიონ ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები. ჩვენი დიპლომატები სამხრეთ აფრიკაში ყველა ღონეს იხმარენ ამ წამოწყებების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის.

 

ჩვენი საელჩო მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ჩვენს ქართულ დიასპორასთან, რომელიც, მართალია, შედარებით მცირერიცხოვანია, მაგრამ ძალიან აქტიური და ეფექტურია. მათი დახმარება და მათი როლი ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში უზარმაზარია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამემამულეების ყოველმხრივ დახმარებას.

 

მე, როგორც დიპლომატს, მექნება მოგზაურობის უნიკალური შესაძლებლობა, რაც ჩემი მოვალეობებით არის ნაკარნახევი. მე მექნება აკრედიტაცია სამხრეთ აფრიკის რეგიონის 12 ქვეყანაში, მათ შორის ანგოლაში, ზამბიაში, ზიმბაბვეში, მოზამბიკში, მადაგასკარში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მალავიში, ნამიბიაში, ბოტსვანაში, ლესოთოში, ესვატინსა და მავრიკში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებში ერთნაირად წარმატებულები ვიქნებით საქართველოსა და მისი ინტერესების პოპულარიზაციაში და ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, განვავითარებთ მეგობრულ ურთიერთობებს.

 

საუკეთესო სურვილებით

 

როლანდ ბერიძე