საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბოცვანის რესპუბლიკაში როლანდ ბერიძემ (რეზიდენციით ქ. პრეტორია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ მიგკვეტსი კიბეტსვე მასისის.
2024 წლის 2 თებერვალს , საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბოცვანის რესპუბლიკაში როლანდ ბერიძემ (რეზიდენციით ქ. პრეტორია), რწმუნებათა სიგელები გადასცა ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ მიგკვეტსი კიბეტსვე მასისის. ცერემონიალის ფარგლებში, გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის ხანმოკლე პირისპირ შეხვედრა, რომლის დროსაც, მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, მათ შორის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას.