Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია მადაგასკარის, ზამბიის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბოტსვანისა და მავრიკის რესპუბლიკებში

2024 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მალავის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნენსი ტემბოს.

2024 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა მალავის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნენსი ტემბოს.

მხარეთა შორის გამართული ხანმოკლე შეხვედრის მსვლელობისას, ელჩმა და მინისტრმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და მალავის შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობას. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მალავის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის პოლიტიკა, ემყარება საერთაშორისო სამართლის იმ ძირითად პრინციპებს, რომლებსაც საქართველო და მალავი თანაბრად სცემენ პატივს.