საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მულამბო ჰაიმბეს
2024 წლის 22 იანვარს, ზამბიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ზამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს მულამბო ჰაიმბეს. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, ხალხთა შორის არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ზამბიის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული ჩაბუკა ჟარომ კავეშა.