Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია მადაგასკარის, ზამბიის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბოტსვანისა და მავრიკის რესპუბლიკებში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის როლანდ ბერიძის პირველი სამუშაო ვიზიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციის დედაქალაქში, დურბანში.

2024 წლის 15-16 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი როლანდ ბერიძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია იმნაძე პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კვაზულუ-ნატალის პროვინციის დედაქალაქში და სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო საპორტო ქალაქში, დურბანში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კვაზულუ-ნატალის პროვინციის პრემიერთან არტურ ტამსანქა ნტულისთან, ქ. დურბანის მერთან ვუსუმუზი სირილ ქსაბასთან, კვაზულუ-ნატალის სავაჭრო-საინვესტიციო სააგენტოს მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან  სილე ნგკამუსთან, ასევე დურბანის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და დურბანის პორტის ხელმძღვანელობასთან.
კონსულტაციების დროს, ელჩმა როლანდ ბერიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე და ჩვენი ქვეყნის წამყვან როლზე რეგიონალურ და გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საინვესტიციო, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული და ხალხთა შორისი კონტაქტების გაღრმავების პერსპექტივებს. 
სამხრეთ აფრიკელი კოლეგების განცხადებით, კვაზულუ-ნატალის პროვინცია დაინტერესებულია წარმატებული ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებით და საქართველოსთან ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით ურთიერთობების განვითარებით.