Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია მადაგასკარის, ზამბიის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბოტსვანისა და მავრიკის რესპუბლიკებში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ (რეზიდენციით ქ. პრეტორია), რწმუნებათა სიგელები გადასცა მალავის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლაზარუს მაქკარტი ჩაკვერას

2024 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ (რეზიდენციით ქ. პრეტორია), რწმუნებათა სიგელები გადასცა მალავის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლაზარუს მაქკარტი ჩაკვერას. ცერემონიალის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, მათ შორის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას და პოლიტიკური მიმართულებით პარტნიორობასთან ერთად, საქართველოსა და მალავის გააჩნიათ ეკონომიკური და ბიზნეს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი.

 

პრეზიდენტმა ჩაკვერამ აღნიშნა, რომ მალავი მოწადინებულია გააღრმავოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან. მისივე თქმით, მალავი არის და მომავალშიც დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდამჭერად.