რესპუბლიკაში ქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ბოცვანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლემოგანგ კვაპეს.
2024 წლის 2 თებერვალს ბოცვანის რესპუბლიკაში ქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ბოცვანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლემოგანგ კვაპეს. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.