Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია მადაგასკარის, ზამბიის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბოტსვანისა და მავრიკის რესპუბლიკებში

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის ეკონომიკის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორს რელებოჰილე მოფოკანეს.

2025 წლის 3 სექტემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციის ეკონომიკის განვითარების, გარემოს დაცვისა და ტურიზმის დეპარტამენტის დირექტორს რელებოჰილე მოფოკანეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთის პროვინციას შორის ვაჭრობის, ინვესტიციების,სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. 

ასევე გამოიკვეთა სამხრეთ აფრიკული მხარის დაინტერესება სამთავრობო და ბიზნეს დელეგაციების ურთიერთგაცვლისა და ორმხრივი ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირების განვითარების წახალისების კუთხით.