Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია მადაგასკარის, ზამბიის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ბოტსვანისა და მავრიკის რესპუბლიკებში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში, ოფიციალური შეხვედრა გამართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან

2025 წლის 5 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში, ოფიციალური შეხვედრა გამართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან ქ-ნ ანჯელა თოკოზილე დიდიზასთან.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუძემდებლურ პრინციპებზე დაფუძნებულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებს, როგორიცაა ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობის ურთიერთ პატივისცემა. ელჩმა და ეროვნული ასამბლეის სპიკერმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე რა დროსაც, საგანგებო ყურადღება დაეთმო საკანონმდებლო ორგანოებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის და საპარლემენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის მნიშვნელობას.
შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს ელჩმა ეროვნული ასამბლეის სპიკერს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. განსაკუთრებით კი, იუსტიციის სახლებისა და მოსახლოებისთვის საჯარო მომსახურების მიწოდების თაობაზე. აღინიშნა, რომ სამხრეთ აფრიკული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, საქართველო მზადაა თავისი გამოცდილება გაუზიაროს აფრიკელ კოლეგებს. ასევე, ჩვენს რეგიონში არსებული  გამოწვევების ფონზე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამასთან, აღინიშნა საქართველოს ცენტრალური როლი საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნებსა და გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
შეხვედრის მიწურულს, საქართველოს ელჩმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, მოიწვია საქართველოში. თავის მხრივ, ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, გამოთქვა მზადყოფნა, სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლოს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას.