სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ სირილ რამაფოზას.
2023 წლის 3 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ სირილ რამაფოზას. ცერემონიის მსვლელობისას სიტყვით გამოვლისას, ელჩმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, ემყარება საყოველთაოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ურყევ ურთიერთპატივისცემას.