სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სამხრეთ აფრიკიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსს, ელჩს ქალბატონ ნონცება ლოსის
2023 წლის 21 სექტემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა როლანდ ბერიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსს, ელჩს ქალბატონ ნონცება ლოსის.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, ხალხთა შორის არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას.