საქართველოს ელჩმა ანგოლას რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. პრეტორიაში), რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ანგოლას რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ელჩს ჟოაო ბაპტისტა და’კოსტას
2023 წლის 9 ნოემბერს, როლანდ ბერიძემ, საქართველოს ელჩმა ანგოლას რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. პრეტორიაში), რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ანგოლას რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ელჩს ჟოაო ბაპტისტა და’კოსტას.
შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა მიმოიხილეს ორ სახელმწიფოს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების ურყევ ურთიერთპატივისცემას. ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის, ასევე, ხალხთა შორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას.