შეხვედრა სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან
2023 წლის 28 სექტემბერს, საქართველო-სამხრეთ აფრიკის სავაჭრო პალატის თავმჯდომარის მარიუს ჰაინსის ორგანიზებით, გაიმართა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის როლანდ ბერიძის გაცნობითი შეხვედრა სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან. ელჩმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა განახლებული ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და მიმდინარე მნიშვნელოვანი რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე, სადაც საქართველო საკვანძო როლს ასრულებს.
შეხვედრის მსვლელობისას, განხილულ იქნა საქართველო-სამხრეთ აფრიკის სავაჭრო პალატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები და ამ მიმართულებით საელჩოს საქმიანობის სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-სამხრეთ აფრიკის სავაჭრო პალატა 11 წლის წინ დაარსდა და უკვე აერთიანებს სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ბიზნესის 53-მდე წარმომადგენელს.