საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ზამბიის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პირველ მოადგილესთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

 

2022 წლის 24 აგვისტოს, ზამბიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალმა  ზამბიის დედაქალაქ ლუსაკაში შეხვედრა გამართა ზამბიის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პირველ მოადგილესთან ქალბატონ მალუნგო ჩისანგანოსთან.  შეხვედრაზე საქართველოს ელჩს თან ახლდა ზამბიაში საქართველოს საპატიო კონსული ჩაბუკა კავეშა.

 

საქართველოს ელჩმა ზამბიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და გამოწვევების, საქართველოს მიერ გატარებული მრავალმხრივი რეფორმების, საქართველოს და ზამბიას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივების შესახებ. შეხვედრისას, ორივე მხრიდან დაფიქსირდა საქართველოს და ზამბიის პარლამენტებს შორის კონტაქტების და თანამშრომლობის  განვითარების ინტერესი.

 

ხაზი გაესვა, რომ საქართველოს და ზამბიას შორის მეგობრული ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპებს.

 

2022 წლის 24  აგვისტო

ლუსაკა