საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მრჩევლის შეხვედრის შესახებ მოზამბიკში საქართველოს საპატიო კონსულთან

 

2022 წლის 2 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა თეიმურაზ კერესელიძემ საელჩოში უმასპინძლა საქართველოს საპატიო კონსულს მოზამბიკის რესპუბლიკაში ბატონ ანტონიო ფრედერიკო დენგო მუჰაუს.

 

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოს საელჩოს და საპატიო კონსულის მიერ მოზამბიკის რესპუბლიკაში ერთობლივი დიპლომატიური და საკონსულო ძალისხმევის საკითხები.

 

2022 წლის 2 აგვისტო

პრეტორია