საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ ესვატინის სპორტის, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან

2022 წლის 8 ივნისს, ესვატინის სამეფოში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქალაქი პრეტორია), ესვატინის დედაქალაქ მბაბანეში გამართა შეხვედრა ესვატინის სამეფოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ბატონ ჰარის მადზე ბულუნგასთან და ამავე სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე.

 

შეხვედრისას, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სპორტისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, ასევე, ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში საქართველოს მიდგომების ესვატინის მიერ გაზიარების შესაძლებლობები.

 

2022 წლის 8 ივნისი

მბაბანე