საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან

2022 წლის 8 ივნისს, ესვატინის სამეფოში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქალაქი პრეტორია), ესვატინის დედაქალაქ მბაბანეში გამართა შეხვედრა ესვატინის სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან, სენატორ თული დლადლასთან.

 

შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

2022 წლის 8 იივნისი

მბაბანე