საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილის მასპინძლობით საქართველოს ელჩის საპატივცემულოდ გამართული გამოსამშვიდობებელი ღონისძიების შესახებ

 

2022 წლის 22 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ, პარლამენტის წევრმა ალვინ ბოტესმა უმასპინძლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის და მეუღლის ნინო ლეჟავას საპატივცემულოდ გამართულ გამოსამშვიდობებელ ღონისძიებას.

 

შეხვედრას დაესწრნენ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტში ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი გენერალური დირექტორის მოადგილე მაუდ დლომო და საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლები.

 

სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული ევროპული დიპლომატიური კორპუსი ღონისძიებაზე წარმოადგინეს წმინდა საყდრის, შვედეთის, პოლონეთის, პორტუგალიის და უკრაინის წარმომადგენლებმა.

 

2022 წლის 22 ოქტომბერი

პრეტორია