საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

 

2022 წლის 25 აგვისტოს, ზამბიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ზამბიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ჰაკაინდე ჰიჩილემასთან. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ზამბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტენლი კასონგო კაკუბომ და ზამბიაში საქართველოს საპატიო კონსულმა ჩაბუკა კავეშამ.

 

როგორც საქართველოს ელჩის, ასევე, პრეზიდენტ ჰიჩილემას მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი და მზადყოფნა საქართველოს და ზამბიას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

 

2022 წლის 25 აგვისტო

ლუსაკა