საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია პრეტორიაში საქართველოს საელჩოში სახელმწიფო დროშის დაშვების შესახებ

 

 

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 5 აგვისტოს განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ დაწესებულებაში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, მათ შორის, პრეტორიაში საქართველოს საელჩოში, დაშვებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო დროშა, საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად.

 

2022 წლის 8 აგვისტო

პრეტორია