ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

ბექა დვალი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში

ასევე, საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქალაქი პრეტორია) მადაგასკარის, მავრიკის, მოზამბიკის, ზიმბაბვეს, ზამბიის, ბოცვანას, ნამიბიიის და ანგოლას რესპუბლიკებში, და საქართველოს წარდგენილი ელჩი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლესოტოს სამეფოში და სვაზილენდის სამეფოში

დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

დაბადების თარიღი: 1977 წლის 31 ივლისი;

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი;

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე - ნინო ლეჟავა, ვაჟი - ლუკა დვალი;

განათლება:

2001-2002 ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა; მიიღო შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი;

1994-1999 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია;

1999-2012 გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ სამართალმცოდნეობის, სამართალშემოწმედების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროებში;

დიპლომატიური სამსახური:

2012 წლის 30 აგვისტოდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში;

2009-2012 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში;

2009 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2008 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი;

2004-2008 ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;

2002-2004 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი;

2000-2002 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი;

2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მესამე მდივანი;

1999 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი;

აკადემიური საქმიანობა და პუბლიკაციები:

2000-2001 მიწვეული ლექტორი შედარებით კონსტიტუციურ სამართალში და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში, საქართველოს დამოუკიდებელი დიპლომატიური აკადემია;

2000 - მონოგრაფია „სასამართლო ხელისუფლება საზღვარგარეთის ქვეყნებში", შედარებითი კვლევა გამოცემული თბილისში, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით;

2001 - „ავსტრალიის სამართლებრივი სისტემა" და „ახალი ზელანდიის სამართლებრივი სისტემა", კრებულში „საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლებრივი სისტემები", გამოცემული თბილისში;

2000-2004 - სტატიები/კვლევები კონსტიტუციური სამართლის, გარემოდაცვითი/ეკოლოგიური სამართლის და მედია სამართლის სფეროებში;

მშობლიური ენის გარდა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ