ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით

 

2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია).

აღნიშნული არ ვრცელდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაზე. უვიზო მიმოსვლის რეჟიმით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქემ. ამასთან, სამგზავრო დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე (შენგენის სასაზღვრო კოდექსის მე-6 მუხლი). საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - 180 დღის განმავლობაში მაქსიმუმ 90 დღით.

 

2017 წლის 20 მარტი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 16 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ