ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოკლე ვადიანი (90 დღიანი) ვიზის აღებასთან დაკავშირებით

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოხარულია გამცნოთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამიერიდან, სამხრეთ აფრიკაში სტუმრობისთვის მოკლევადიანი (90 დღიანი) ვიზის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ქ. კიევში სამხრეთ აფრიკის საელჩოში პირადად გამოცხადება.

ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების შეტანა და ვიზის მიღება უკვე შესაძლებელია ფოსტის/კურიერის მეშვეობით.

ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ თანდართულ ფაილს.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შესაძლებელია ინფორმაციის მიღება/დაზუსტება უშუალოდ უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარე სამხრეთ აფრიკის საელჩოსგან, შემდეგი საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით:

მისამართი:South African Embassy, Kyiv, Ukraine9/2 Velyka Vasylkivska Street (Entrance 7)

ელ. ფოსტა: sa.emb@gmail.com, ტელ: +38044 289 8839

 

2016 წლის 7 დეკემბერი

პრეტორია

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ