ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნების ტერიტორიაზე (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია, ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია).

განთავსების თარიღი: 20.03.2017
 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მოხარულია გამცნოთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამიერიდან, სამხრეთ აფრიკაში სტუმრობისთვის მოკლევადიანი (90 დღიანი) ვიზის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ქ. კიევში სამხრეთ აფრიკის საელჩოში პირადად გამოცხადება.

განთავსების თარიღი: 07.12.2016
 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში შესასვლელად   პასპორტისათვის დაწესებული ახალი მოთხოვნები

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის 2015 წლის 27 ნოემბერს მიღებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალური მოწყობილობის მიერ არა-კითხვადი სამგზავრო დოკუმენტის (ძველი ტიპის პასპორტი, რომელიც საზღვარზე სკანირებისას არ იკითხება ელექტრონული მოწყობილობით) მფლობელი უცხოეთის მოქალაქე ვერ შეძლებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთას და სამხრეთ აფრიკაში შესვლას. გთხოვთ, ზემოაღნიშნული გაითვალისწინოთ და აიღოთ ახალი, ბიომეტრიული პასპორტი სამხრეთ აფრიკის ვიზაზე განაცხადის შეტანამდე.

New Passport Requirements for the entry into the Republic of South Africa!

Embassy of Georgia in the Republic of South Africa has the honor to inform that, based on the information of 27 November 2015 received from the Department of International Relations and Cooperation of the Republic of South Africa, a foreign citizen, holding a travel document, which is not electronically readable (cannot be scanned by electronic devices at the border checkpoint), will not be allowed to enter the territory of the Republic of South Africa. Please, consider this and obtain a new, biometric passport of Georgia, before applying for a South African visa.

განთავსების თარიღი: 27.11.2015
 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

განთავსების თარიღი: 23.10.2015
 

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ 2015 წლის 1 ივნისიდან შეიცვალა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ვიზის მიღებისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 18 წლამდე მოზარდებთან ერთად მგზავრობის პროცედურები. 

განთავსების თარიღი: 01.06.2015
 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

განთავსების თარიღი: 18.03.2014
 

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ

განთავსების თარიღი: 17.08.2013
 

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად გააჩნიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც და უცხოელთათვის, რომელთაც სურთ საქართველოს მოქალაეობის მიღება.

განთავსების თარიღი: 19.06.2013
 

საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს პასპორტის მისაღებად საჭირო საბუთები და პროცედურა

განთავსების თარიღი: 07.05.2013
 

ინფორმაცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა  წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო საბუთს, რომელიც გაიცემა მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან მგზვარობისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ.

განთავსების თარიღი: 01.04.2013
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 16 20
21 22 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ