ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკელ რეჟისორთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

2018 წლის 13 თებერვალს საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა პრეტორიაში საქართველოს საელჩოში უმასპინძლა სამხრეთ აფრიკელ რეჟისორს, დოკუმენტალისტს, ფოტოგრაფს, „ჯონათან ენდრიუსის აკადემიის“ დამფუძნებელს, პროდიუსერს, ჟურნალისტს და მეწარმეს, ბატონ ჯონათან ენდრიუსს ( http://johnathan-andrews.com ).

ელჩმა მას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს, მისი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის და თანამედროვეობის შესახებ.

ჯ. ენდრიუსმა გამოთქვა დაინტერესება თბილისში ვიზიტთან და საქართველოსთან დაკავშირებით ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით.

ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილის სახელით, საქართველოს ელჩმა სამხრეთ აფრიკელ რეჟისორს და საქართველოს ამ ახლად შეძენილ მეგობარს საჩუქრად გადასცა ფერწერული ტილო „შემოდგომა“.

 

2018 წლის 13 თებერვალი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ