ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია კეიპ ტაუნში საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ

 

2018 წლის 7-11 თებერვალს, გაიმართა საქართველოს ელჩის ბექა დვალის მორიგი სამუშაო ვიზიტი სამხრეთ აფრიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ ტაუნში.

ვიზიტის მსვლელობისას, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები სამხრეთ აფრიკის პარლამენტის წევრებთან, ბიზნეს წრეების და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან, მონაწილეობა მიიღო დასავლეთ კეიპის პროვინციის და კეიპ ტაუნის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

გაიმართა, ასევე, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულთან დოქტორ ჯერალდ ვოლმანთან საქართველოს ელჩის მორიგი შეხვედრა, რომლის დროს, დაიგეგმა კეიპ ტაუნში და დასავლეთ კეიპის პროვინციაში საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად და საქართველო-სამხრეთ აფრიკის კავშირების გასაღრმავებლად საელჩოს და საპატიო კონსულის ურთიერთთანამშრომლობით 2018 წელს გადასადგმელი ნაბიჯები.

ვიზიტის დროს, საქართველოს ელჩი, ასევე, ეწვია სამხრეთ აფრიკის და კეიპ ტაუნის ერთ-ერთ წამყვან კულტურულ ცენტრს „არტსკეიპს“, სადაც მას შესაძლებლობა მიეცა სამუშაო კავშირები დაემყარებინა როგორც კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობასთან, ასევე, კეიპ ტაუნის საბალეტო, საოპერო და თეატრალური დასების მესვეურებთან.

 

2018 წლის 11 თებერვალი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ