ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სემინარის შესახებ

2018 წლის 29 იანვარს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, თურქეთის ელთან ელიფ ულგენთან, ყაზახეთის ელჩთან ტალგატ კალიევთან, ევროკავშირის ელჩთან მარკუს კორნაროსთან და აზერბაიჯანის საქმეთა დროებით რწმუნებულთან აზად ნაგიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორიაში გამართულ სემინარში „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა“ და აფრიკა“.

 ღონისძიება თანა-ორგანიზებული იყო პრეტორიაში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ყაზახეთის საელჩოების და ევროკავშირის დელეგაციის მიერ.

ხსენებული სამინარი გაიმართა აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის „საერთაშორისო საქმეთა სამხრეთ აფრიკული ინსტიტუტის“ (South African Institute of International Affairs (SAIIA)) ეგიდით. ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრების, მედია-საშუალებების და ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ელჩმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საქართველოს ხედვა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტთან, როგორც ახალი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი ეფექტური და კონკურენტუნარიანი მარშრუტის შემადგენელ ნაწილთან დაკავშირებით. ელჩმა ხაზი გაუსვა იმ როლს, რომელიც უკავია ხსენებულ პროექტს საქართველოს ღია პოლიტიკის კონტექსტში, რომელიც მიმართულია სხვადასხვა რეგიონებს შორის ვაჭრობისა და კავშირების ხელშეწყობისკენ, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ პოზიტიურ გამოცდილებასა და მიდგომებზე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ აფრიკის ქვეყნებმა კონტინენტზე მიმდინარე ინტეგრაციის პროცესში.

 

2018 წლის 29 იანვარი

პრეტორია

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ