ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების საპატივცემულოდ გამართული მიღების შესახებ

 

2017 წლის 25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა უკვე ტრადიციად ქცეულ ყოველწლიურ წინასაახალწლო  ღონისძიებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და საელჩოს დიპლომატიური გადაფარვის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საპატივცემულოდ. წელს, ხსენებულ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყვნენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ზამბიის ელჩი ემანუელ მვამბა და მისი მეუღლე, აზერბაიჯანის საქმეთა დროებითი რწმუნებული აზად ნაგიევი და მისი მეუღლე, ასევე, პრეტორიაში მცხოვრები საქართველოს მეგობრები.

 

ღონისძიებაზე დამსწრე თანამემამულეებს და სტუმრებს მიესალმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი. უპირველეს ყოვლისა, იგი შეეხო ახლახანს ქ. ბათუმში მომხდარი ხანძრის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას და პატივი მიაგო ხანძრის მსხვერპლთა ხსოვნას. მან, ასევე, პატივი მიაგო ახლახანს თბილისში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციისას გარდაცვლილი სპეცრაზმელის ხსოვნას.

თავის გამოსვლაში, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიღწევებზე და არსებულ პრიორიტეტებზე.

საქართველოს საელჩომ ღონისძიებაზე დამსწრე პირებს შესაძლებლობა მისცა ეყურებინათ ქართველი დოკუმენტალისტის, ბატონ  რამაზ ბლუაშვილის ფილმისთვის „სიმღერა“, რომელიც ასახავს 1977 წელს ნასას მიერ კოსმოსში გაშვებულ ხომალდ „ვოიაჯერზე“ განთავსებულ „ოქროს ნანაწერში“ ქართული ხალხური სიმღერის „ჩაკრულოს“ შეტანის ისტორიას.

„სიმღერაზე“ საუბრისას, საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის ამ ფილმის პირველი საზღვარგარეთული პრემიერა და ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის, სამხრეთ აფრიკაში მყოფი და ღონისძიებაზე დამსწრე ქართველების, ასევე, საქართველოს მეგობრების სახელით, მადლობა გადაუხადა ფილმის ავტორს რამაზ ბლუაშვილს.

გამართული მიღებისას, საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული კერძებით და სასმელით.

2017 წლის 25 ნოემბერი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ