ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოში სამხრეთ აფრიკული ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტის შესახებ

 

2017 წლის 18-23 ნოემბრის განმავლობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკიდან საქართველოს ეწვია მორიგი ბიზნეს-დელეგაცია, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელის მარიუს ჰაინსის და ამავე პალატის წევრის, იოჰანესბურგის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი წამყვანი სამხრეთ აფრიკული სამშენებლო კომპანია „რობექსის“ ხელმძღვანელი პირები ბატონი იზაკ ვან ნიკერკი და ბატონი კორნელ ბიურგერი.  

 

ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კომპანია „რობექსის“ მიერ საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რამდენადაც კომპანიის სურვილია გააფართოვოს საკუთარი სამოქმედო არეალი, საქართველოში სამშენებლო და ინფრასტრუქტურის პროექტებში ჩართვის და ინვესტირების მეშვეობით.

 

ხსენებული ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გზების დეპარტამენტის, „აწარმოე საქართველოს“, ასევე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო სტრუქტურებთან კონტაქტებზე დამატებით, დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ სხვადასხვა ქართული კომპანიების, მათ შორის, კომპანიების „ევორდის“ და „შავი ზღვის ჯგუფის“ წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები, ასევე, ეწვივნენ სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებს და კარიერებს.

 

აღსანიშნავია, რომ საგანგებო შეხვედრა გაიმართა, ასევე, საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ თედო ჯაპარიძესთან, რომელმაც სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევების და პრიორიტეტების თაობაზე.

 

2017 წლის 23 ნოემბერი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ