ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევების საბჭოს ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ

 

2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა შეხვედრა გამართა სამხრეთ აფრიკაში ანალიტიკურ-კვლევით საქმიანობაზე პასუხისმგებელი წამყვანი სახელმწიფო სტრუქტურის - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევების საბჭოს  ხელმძღვანელთან, პროფესორ ქრეინ სოუდიენთან და ამავე ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე დემოკრატიისა, მმართველობისა და სერვისების უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელთან, დოქტორ მაიკლ ქოსერთან. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი თეიმურაზ კერესელიძე.

შეხვედრისას, მხარეებმა განიხილეს საქართველოს საელჩოს და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კვლევების საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს და კავკასიის რეგიონის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად.  

 2017 წლის 27 სექტემბერი

პრეტორია

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ