ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკაში სასამართლო ექსპერტიზის ქართველ ექსპერტთა ვიზიტის შესახებ

2017 წლის 11-29 სექტემბერს, სამხრეთ აფრიკის ადმინისტრაციულ დედაქალაქ პრეტორიაში იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ წარმომადგენლები, სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტები, ანთროპოლოგები და არქეოლოგები თინათინ ნინიაშვილი, ელგუჯა ლაჭყებიანი, მერი გონაშვილი, ალექსანდრე სტურუა, ნინო თავართქილაძე და სოფიო ვეკუა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და არგენტინის მთავრობის მიერ თანაორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, პრეტორიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ქართველმა ექსპერტებმა წარმატებით გაიარეს კურსი „ჰუმანიტარული სასამართლო ექსპერტიზის აფრიკული სკოლა“ („African School of Humanitarian Forensic Action“).

2017 წლის 15 სექტემბერს, ქართველ ექსპერტთა ჯგუფს პრეტორიაში საქართველოს საელჩოში უმასპინძლეს საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა და საელჩოს თანამშრომლებმა, ხოლო 2017 წლის 27 სექტემბერს, არგენტინის ელჩის მისი აღმატებულება ხავიერ ესტებან ფიგუეროას მიწვევით, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო არგენტინის საელჩოში ხსენებული ექსპერტთა ჯგუფისათვის სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალში.

2017 წლის 27 სექტემბერი

პრეტორია

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ