ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოში სამხრეთ აფრიკული დელეგაციის ვიზიტის შესახებ

2017 წლის 18-23 სექტემბერს, პრეტორიაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროს და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველოს (თბილისს და კახეთს) ესტუმრა დასავლეთ კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის მაღალი დონის თანამდებობის პირების, უკრაინაში სამხრეთ აფრიკის საელჩოს წარმომადგენლის და სამხრეთ აფრიკელი მეწარმეებისაგან შემდგარი დელეგაცია. ვიზიტის მიზნებს წარმოადგენდა საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების უკეთ გაცნობა, ასევე, კეიპის ღვინის რეგიონს და კახეთს შორის 2017 წლის ივლისში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების  და სამხრეთ-აფრიკა-საქართველოს შორის ცალკეული ბიზნეს-შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ღვინის ეროვნული ადმინისტრაციის, ტექნო პარკის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მესვეურებთან.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დელეგაციის სტუმრობას კეიპის ღვინის რეგიონთან დამეგობრებულ კახეთში. ქ. თელავში, გაიმართა დელეგაციის შეხვედრები კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და გუბერნატორის მოადგილესთან, თელავის მერთან და ვიცე-მერთან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრებისას, განხილულ იქნა ორ რეგიონს შორის ბიზნესის, ტურიზმის, სპორტის და სხვა სფეროებში თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები.

დელეგაციის წევრებს, ასევე, შესაძლებლობა მიეცათ მოენახულებინათ საქართველოს, მათ შორის, კახეთის ღირსშესანიშნაობები და მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

 

2017 წლის 23 სექტემბერი

პრეტორია

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ