ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს ელჩის რადიოინტერვიუს შესახებ

 

2017 წლის 10 სექტემბერს, სამხრეთ აფრიკის პოპულარულ რადიოარხზე „Classic FM Radio“, გადაცემაში „ღირსშესანიშნავი ადამიანები“ („People of Note“ - http://www.classicfm.co.za/on-air-1/people-of-note/copy67_of_people-of-note-this-sunday-6-march-2016), ცნობილმა სამხრეთ აფრიკელმა მუსიკათმცოდნემ, მუსიკოსმა, დირიჟორმა და ჟურნალისტმა რიჩარდ ქოქმა ინტერვიუ ჩამოართვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ბექა დვალს.

კვირა დღის პრაიმტაიმში გასულ ორსაათიან ინტერვიუში, საქართველოს ელჩს შესაძლებლობა მიეცა ესაუბრა საქართველოზე, მის ისტორიაზე, კულტურაზე, მუსიკაზე, სპორტზე და თანამედროვეობაზე. ინტერვიუს განმავლობაში, რადიოეთერში, ასევე, გავიდა საქართველოს ელჩის მიერ შერჩეული ქართული ხალხური, კლასიკური და თანამედროვე მუსიკალური კომპოზიციები.

2017 წლის 10 სექტემბერი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ