ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ბოცვანას რესპუბლიკის დედაქალაქ ხაბორონეში გამოფენის გამართვასთან დაკავშირებით

2017 წლის 11 აგვისტოს ბოცვანას რესპუბლიკის დედაქალაქ ხაბორონეს უნივერსიტეტში, ბოცვანას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) გახსნა გამოფენა “საქართველოს შეხვედრა ბოცვანასთან”. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ბოცვანაში საქართველოსთან დაკავშირებული გამოფენის გახსნის პირველი შემთხვევა.

გამოფენა გაიმართა პრეტორიაში საქართველოს საელჩოს, ბოცვანაში საქართველოს საპატიო კონსულის მოთუსი სერუმოლას და ბოცვანაში მყოფი ქართველი მხატვრის სანდრო ერისთავის თანაორგანიზებით.

საქართველოსთან დაკავშირებული ფოტოების და ქართული ანბანისა და დამწერლობის ექსპოზიციის პარალელურად, გამოფენის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო სანდრო ერისთავის მხატვრული ნამუშევრები სერიიდან “აფრიკული ფერები, აფრიკული სული”.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ ბოცვანას მოქალაქეები, ბოცვანას ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობა, ამ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ბოცვანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ “თელავის მარნის” მიერ წარმოებული ქართული ღვინის საუკეთესო ნიმუშები “საფერავი”, “რქაწითელი” და “წინანდალი”.


2017 წლის 11 აგვისტო

პრეტორია

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ