ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკაში შვიდკაცა რაგბიში 18 წლამდე ასაკის საქართველოს ნაკრების ვიზიტის შესახებ

 

დღეს, 2017 წლის 24 აგვისტოს, კეიპ ტაუნში ჩაფრინდნენ საქართველოს შვიდკაცა რაგბიში 18 წლამდე ასაკის ნაკრების წევრები. ისინი 10 დღიან შეკრებას გაივლიან წელს დაგეგმილი შვიდკაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატის წინ. სამხრეთ აფრიკაში მათი მასპინძელია დასავლეთ კეიპის რაგბის აკადემია.

მოხარული ვართ, რომ ჩვენს ბიჭებს კეიპ ტაუნის აეროპორტში დახვდნენ და საზეიმო მიღება მოუწყვეს კახეთთან დამეგობრებული კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა.

ბოლო პერიოდში, სამხრეთ აფრიკას და საქართველოს შორის რაგბის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია შესაძლებელი გახდა სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით და თანამშრომლობით სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატასთან, საქართველოს რაგბის კავშირთან და დასავლეთ კეიპის რაგბის აკადემიასთან.

 

2017 წლის 24 აგვისტო

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ