ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის მმართველ კომიტეტთან და ახალ წევრებთან შეხვედრის შესახებ

2017 წლის 24 აგვისტოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა ხსენებული პალატის მმართველი კომიტეტის მორიგ სხდომას, რის შემდეგაც, ელჩის სახელით, გაიმართა მიღება პალატის ახალი წევრების საპატივცემულოდ.

მმართველი კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა პალატის და მისი წევრების ეგიდით სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების მიმდინარეობასთან და პალატის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ახალი წევრების საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე, საქართველოს ელჩმა ისაუბრა, ბოლო პერიოდში, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო ეკონომიკური და ბიზნეს-კავშირების დივერსიფიკაცია. აღინიშნა, რომ ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია სამხრეთ აფრიკასთან და აფრიკის სხვა ქვეყნებთან სავაჭრო და საინვესტიციო სფეროში არსებული რესურსის სრულად გამოყენება.

სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მარიუს ჰაინსმა, თავის მხრივ, დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს პალატის მიერ უკვე ჩატარებული სამუშაოების თაობაზე, ასევე, 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ.

 2017 წლის 24 აგვისტო

პრეტორია

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ