ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ბოცვანას ეროვნული მუზეუმის დირექტორთან შეხვედრის შესახებ

 

2017 წლის 11 აგვისტოს, ბოცვანას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალმა ქ. გაბორონეში შეხვედრა გამართა ბოცვანას ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, ბატონ გაოგაკვე ფორანოსთან. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო ბოცვანაში საქართველოს საპატიო კონსულმა, ბატონმა მოთუსი სერუმოლამ.

გაოგაკვე ფორანოსთან საქართველოს ელჩის საუბრისას, განხილულ იქნა ბოცვანას ეროვნულ მუზეუმში საქართველოსთან დაკავშირებული მასშტაბური გამოფენის მოწყობის შესაძლებლობა. გათვალისწინებულია, რომ ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბოცვანას რესპუბლიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

 

2017 წლის 11 აგვისტო

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ