ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სვაზილენდის სამეფოში რწმუნებათა სიგელების გადაცემის შესახებ

 

2017 წლის 3 აგვისტოს, სვაზილენდის სამეფოში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) სვაზილენდის დედაქალაქ მბაბანეში მდებარე ლოზიტას სამეფო სასახლეში რწმუნებათა სიგელი გადასცა სვაზილენდის მეფეს მის უდიდებულესობა მსვატი III-ს.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, საქართველოს ელჩს და სვაზილენდის მონარქს შორის გაიმართა ორმხრივი შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს და სვაზილენდს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2016 წლის 20 მაისს და ეს არის სვაზილენდის სამეფოში საქართველოს ელჩის აკრედიტაციის პირველი შემთხვევა.

ამავე დღეს, ასევე, გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა სვაზილენდის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, იუსტიციისა და საკონსტიტუციო საქმეთა მინისტრთან, სენატორ ედგარ ე. ჰილარისთან, რომელსაც საქართველოს ელჩმა გადასცა რწმუნებათა სიგელის ასლი. შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოს და სვაზილენდის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.

2017 წლის 3 აგვისტო

მბაბანე

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ