ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია კახეთის რეგიონს და კეიპის ღვინის რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ

 

2017 წლის 27 ივლისს, სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონს და კახეთის რეგიონს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ქართული მხარის მიერ მოეწერა ხელი. კერძოდ, ამ დღეს, დოკუმენტს ხელი მოაწერა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ორ რეგიონს შორის ურთიერთთანამშომლობის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ცალმხრივად მიმდინარე წლის ივნისის თვეში უკვე მოაწერა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კეიპის ღვინის რეგიონის აღმასრულებელმა მერმა ჰელენ ვონ შლიხტმა.

 

27 ივლისს ხელმოწერის ცერემონია კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შედგა და ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველო ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერტოეების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კახეთის გუბერნატორის აპარატის უფროსი ნინო უტიაშვილი, კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი და თელავის მერის პირველი მოადგილე თენგიზ მთვარელიშვილი

 

ხაზგასასმელია, რომ 2017 წლის წლის 21- 24 სექტემბერს დაგეგმილია აფრიკის დელეგაციის პირველი სამუშაო ვიზიტი კახეთის რეგიონში. ასევე, აღსანიშნავია, რომ კახეთის და კეიპის რეგიონებს შორის ურთიერთობებს დიდი ხანია ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, უკვე ორი წელია, რაც წარმატებით მიმდინარეობს მეღვინეების გაცვლითი პროგრამა, ასევე, რაგბის სფეროში თანამშრომლობა, დაწყებულია დიალოგი თელავის უნივერსიტეტსა და სტელენბოშის უნივერსიტეტს შორის ღვინის მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე.

 

კახეთის გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შუწყობს, არა მხოლოდ კახეთისა და კეიპის ღვინის რეგიონებს შორის კავშირების განვითარებას, არამედ სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

 

 

2017 წლის 27 ივლისი

პრეტორია

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ