ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარის შესახებ

 

2017 წლის 15 ივნისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში მოქმედ 200 წლოვანი ისტორიის მქონე კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულთან თანამშრომლობით, ქ. კეიპ ტაუნში უმასპინძლა სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარს.

 

ღონისძიება გაიხსნა კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორის სიდ პეიმერის და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის ჯერალდ ვოლმანის მისასალმებელი სიტყვებით.

 

საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, თავის გამოსვლაში, სტუმრებს წარუდგინა საქართველო, ისაუბრა ქვეყნის წარსულსა და თანამედროვეობაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს მზარდ კავშირებზე.

 

საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ დეტალური მოხსენებით, სტუმრების წინაშე წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

 

სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა კუნ დე ბირმა, დამსწრეთა წინაშე გამოსვლისას, პირადი გამოცდილების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების სარგებელსა და პერსპექტივებზე.

 

სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ბატონმა მარიუს ჰაინსმა მოდერაცია გაუწია სემინარს და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ხსენებული პალატის ხელშეწყობით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, არსებულ სავაჭრო-საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

 

სემინარზე, ასევე, მოხსენებით წარსდგა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ლიკა ტორიკაშვილი, რომელმაც დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ინიცირებულ გლობალურ ახალგაზრდულ მოძრაობაზე “გააფერადე სამყარო”. აღსანიშნავია, რომ ამ მოძრაობამ დღეისათვის მოიცვა ევროპის, აზიის, აფრიკის და სხვა რეგიონების არაერთი ქვეყანა.

 

ზემოაღნიშნულ გამოსვლებთან ერთად, სემინარის მსვლელობისას, მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხებს.  სემინარის შემდეგ, საქართველოს ელჩის სახელით, გაიმართა მიღება, რომლის დროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ღვინით და ჭაჭით.

 

2017 წლის 15 ივნისი

კეიპ ტაუნი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ