ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია მავრიკის საგარეო საქმეთა მდივანთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

 

2017 წლის 23 მაისს, მავრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალმა, მავრიკის დედაქალაქ პორტ ლუიში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამართა შეხვედრა მავრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, რეგიონული ინტეგრაციის და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს საგარეო საქმეთა მდივანთან, ქალბატონ უშა დვარკა-კანაბადისთან.

შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოს და მავრიკს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები. ორივე მხრიდან დაფიქსირდა, რომ მავრიკს და საქართველოს შორის ურთიერთობები ეფუძნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის პრინციპს.

საქართველოს ელჩმა, მავრიკის საგარეო უწყების წარმომადგენელს, საქართველოს სახელით, მადლობა გადაუხადა, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, მავრიკის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ელჩმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნებს შორის ორმხრივი ტურიზმის და ბიზნეს-კავშირების განვითარებას.

2017 წლის 23 მაისი

პრეტორია

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ