ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია მადაგასკარის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრთან საქართველოს ელჩის შეხვედრის შესახებ

 

2017 წლის 18 მაისს, მადაგასკარის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალის ქ. ანტანანარივოში მორიგი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ელჩის შეხვედრა მადაგასკარის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრთან, ქალბატონ მარი მონიკ რაზოაზანანერასთან.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას, მადაგასკარის მხრიდან, გამოითქვა დაინტერესება საქართველოსთან უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების მეშვეობით.

შეთანხმდა, რომ მხარეები გადადგამენ ყველა შესაძლო ნაბიჯს, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივად საინტერესო დარგების იდენტიფიცირების და განვითარების მიმართულებით.

2017 წლის 18 მაისი

პრეტორია

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ