ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს საელჩოში მოძრაობა “გაუფერადე სამყაროს” წარმომადგენელთა სტუმრობის შესახებ

2017 წლის 15 მაისს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა  უმასპინძლა ახალგაზრდული მოძრაობა "გაუფერადე სამყაროს" დამფუძნებელს, საქართველოს მოქალაქეს, ლიკა ტორიკაშვილს და მალაიზიაში ამავე მოძრაობის ხელმძღვანელს, აზიზა აზნიზანს. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ აფრიკაში მალაიზიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბადრუდინ რაჰმანმა, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი საინფორმაციო რესურსის “დიპლომატიური საზოგადოების” ხელმძღვანელმა კირტან ბანამ და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მარიუს ჰაინსმა. 

შეხვედრისას, ლიკა ტორიკაშვილმა და აზიზა აზნიზანმა ისაუბრეს ორგანიზაცია “გაუფერადე სამყაროს” შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, სხვადასხვა საქველმოქმედო აქციის მეშვეობით, ახალგაზრდების მობილიზებას დაუცველ და გასაჭირში მყოფ პირთა გასამხნეველად და  მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული მოძრაობა დაიწყო საქართველოდან, თუმცა უკვე მოქმედებს ევროპის ცალკეულ ქვეყნებში, მალაიზიაში და მიმდინარე წლიდან, უკვე აფრიკის კონტინენტზეც - სვაზილენდის სამეფოში, სადაც ლიკა ტორიკაშვილი ბოლო ერთი წელია, რაც მოხალისედ მუშაობს ერთ-ერთ ბავშვთა სახლში.

საქართველოს და მალაიზიის ელჩებმა მადლობა გადაუხადეს ახალგაზრდებს მსგავსი კეთილშობილური ძალისხმევისთვის და აღუთქვეს ყველა შესაძლო მხარდაჭერა.

 “გაუფერადე სამყაროს” შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ: https://www.facebook.com/pg/gauperadesamyaro/about/?ref=page_internal

 

2017 წლის 15 მაისი

პრეტორია

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ