ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ანგოლაში ვიზიტის შესახებ

2017 წლის 3-4 მაისს, ანგოლის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია ანგოლას დედაქალაქ ლუანდას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა  ანგოლის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მის აღმატებულება ჟორჟე რებელო ჩიკოტისთან, ასევე, ანგოლის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთან.

საქართველო და ანგოლა განწყობილი არიან განავითარონ მეგობრული კავშირები, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. საქართველოს სურვილია ანგოლასთან გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი, ხელი შეუწყოს ორმხრივ ვაჭრობას და ინვესტიციებს, ასევე, კავშირებს ხელოვნებისა და კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში.

2017 წლის 4 მაისი

ლუანდა

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ