ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ბოცვანას რესპუბლიკის დედაქალაქ ხაბორონეში საქართველოს ელჩის ვიზიტის შესახებ

 

2017 წლის 5-6 აპრილს, გაიმართა ბოცვანას რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალის სამუშაო ვიზიტი ბოცვანას დედაქალაქ ხაბორონეში. ვიზიტის ფარგლებში, შედგა მორიგი დიალოგი ბოცვანას საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან. განხილ იქნა საქართველო-ბოცვანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი, ასევე, პირველად ეწვია ბოცვანას რესპუბლიკის დედაქალაქ ხაბორონეში ახლადდანიშნული საქართველოს საპატიო კონსულის, ბატონ მოთუსი სერუმოლას ოფისს. ბოცვანაში საქართველოს ახლადდანიშნულ საპატიო კონსულთან საქართველოს ელჩის შეხვედრისას, დაისახა საგზაო რუქა, ერთობლივი ძალისხმევით, ბოცვანასა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გასაღრმავებლად.

 

2017 წლის 6 აპრილი

ხაბორონე

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ