ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ღვინის საღამო და ფილმის

2017 წლის 25 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალი მონაწილეობით, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში გაიმართა ქართული დოკუმენტური ფილმის „ღვინის აკვანი" ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებას უმასპინძლა იოჰანესბურგის ღვინის კლუბის და იოჰანესბურგის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთ-ერთმა მესვეურმა, ადვოკატმა მარკ ნოვიცმა. ღონისძიების ინიციატორი და თანაორგანიზატორი იყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო.

ღონისძიებას დაესწრნენ იოჰანესბურგის ღვინის კლუბის წევრები, სამხრეთ აფრიკაში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საღამოს განმავლობაში, დამსწრეთ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინოები, მათ შორის, ქვევრის საფერავი, რქაწითელი, ცოლიკაური და ქისი, წარმოებული „ქართული ღვინოების" მიერ „ზანგაურას" ბრენდით და „თელავის ღვინის მარნის" მიერ.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ღონისძიება წარმოადგენდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ აფრიკაში საქართველოს და მისი ღვინის წარმოების უძველესი ტრადიციების შესახებ ცნობადობის გაზრდას. ამ ძალისხმევის მიზანია სამხრეთ აფრიკის და ზოგადად აფრიკის ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ხელშეწყობა.

2017 წლის 25 თებერვალი

პრეტორია

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ