ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია ნამიბიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის (რეზიდენციით ქ. პრეტორია) მიერ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში გამართული შეხვედრების შესახებ

2017 წლის 16-17 თებერვალს, ნამიბიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალმა, ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში, ნამიბიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სამინისტროში, გამართა სამუშაო შეხვედრები პრემიერ მინისტრის მოადგილესთან, საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მინისტრთან, ქალბატონ ნეტუმბო ნანდი-ნდაიტვასთან, ასევე, საგარეო უწყების მუდმივ მდივანთან, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ქალბატონ სელმა ასიპალა-მუსავისთან, მუდმივი მდივნის მოადგილესთან, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ლინეეკელა ჯ. მბოტისთან და ნამიბიის საგარეო უწყების სხვა წარმომადგენლებთან.

ზემოაღნიშნული შეხვედრებისას, განხილულ იქნა საქართველოს და ნამიბიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

17 თებერვალს, ნამიბიაში აკრედიტებული საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან ერთად, საქართველოს ელჩი, ასევე, დაესწრო ნამიბიის პრეზიდენტის დოქტორ ჰეიგ გეინგობის სახელით გამართულ ყოველწლიურ მიღებას.

 

2017 წლის 17 თებერვალი

ვინდჰუკი

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 4 5
6 7 8 9 10 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ