ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ბექა დვალის და საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, თეიმურაზ კერესელიძის ქ. კეიპ ტაუნში დასავლეთ კეიპის პროვინციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრის შესახებ.

2017 წლის 11 თებერვალს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა და საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, საკონსულო ფუნქციების შემსრულებელმა, თეიმურაზ კერესელიძემ, ქ. კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტისას, შეხვედრა გამართეს დასავლეთ კეიპის პროვინციაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ ღირსშესანიშნავ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობა მიიღო კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა, დოქტორმა ჯერალდ ვოლმანმა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა სფეროს მაღალი დონის პროფესიონალები არიან (ექიმები, მათემატიკოსები/მეცნიერ-მასწავლებლები, ბიზნესმენები, სხვ.) და შესაბამის დარგებში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობენ სამხრეთ აფრიკაში.

 

2017 წლის 11 თებერვალი

კეიპ ტაუნი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ