ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ბექა დვალისა და მისი მეუღლის ნინო ლეჟავას ქ. კეიპ ტაუნში

2017 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ელჩი ბექა დვალი და მეუღლე ნინო ლეჟავა ქ. კეიპ ტაუნში დაესწრნენ "უბუნტუს დაჯილდოების" ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც პირველად ორი წლის წინ გაიმართა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ეგიდით. ხსენებული ღონისძიების ფარგლებში, ჯილდოები გაიცემა სამხრეთ აფრიკის მოქალაქეებზე, რომლებმაც პატრიოტიზმით, ერთგულებით, დაუღალავი შრომით და მოკრძალებით ასახელეს თავიანთი ქვეყანა საზღვარგარეთ.

ჯილდოები გაიცემა ეკონომიკური დიპლომატიის და კულტურული დიპლომატიის სფეროებში, სპორტის სფეროში დამსახურებისთვის, სანიმუშო დიპლომატიური საქმიანობისათვის და მასშტაბური მიღწევებისთვის.

მიმდინარე წელს, ხსენებული ღონისძიება გაიმართა სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის "აფრიკის ეროვნული კონგრესის" ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ფიგურის, სამხრეთ აფრიკის გარდაცვლილი გმირის ოლივერ რეჯინალდ ტამბოს ასი წლის იუბილეს კონტექსტში. აღსანიშნავია, რომ ო.რ. ტამბოს, ანტიაპარტეიდული მოძრაობისას, პარტიის მხრიდან ევალებოდა საერთაშორისო ურთიერთობები. სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყება თავისი საქმიანობისას სწორედ ტამბოს მიერ დანატოვარ მორალურ ღირებულებებზე აპელირებს.

 

 

2017 წლის 11 თებერვალი

კეიპ ტაუნი

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
8 10
12 13 14 15 16 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ