ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოს ელჩის ბექა დვალისა და მისი მეუღლის ნინო ლეჟავას, სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას ყოველწლიურ საანგარიშო გამოსვლაზე დასწრების შესახებ

 

2017 წლის 9 თებერვალს, კეიპ ტაუნში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ბექა დვალი და მეუღლე ნინო ლეჟავა, სამხრეთ აფრიკაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, დაესწრნენ სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ამ ქვეყნის პრეზიდენტის ჯეიკობ ზუმას ყოველწლიურ საანგარიშო გამოსვლას (State of the Nation Address (SONA)) ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო გამოსვლა სამხრეთ აფრიკაში წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას წარმოადგენს და ქვეყნის დემოკრატიული პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილად განიხილება. ამ მოვლენას ესწრებიან პარლამენტის ორივე პალატის წევრები, პროვინციების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერები, ცენტრალური ხელისუფლების სამივე შტოს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მედია და საპატიო სტუმრები.

 

2017 წლის 7 თებერვალი

კეიპ ტაუნი

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ